Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წითელ ბაღთან მომხდარი ინციდენტისას კიდევ ერთი მოზარდია დაშავებული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელ ბაღთან მომხდარი ინციდენტისას კიდევ ერთი მოზარდია დაშავებული

124

წითელ ბაღთან მომხდარ დაპირისპირებაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა. ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც დაჭრილი მეგობრები საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ადვოკატის თქმით, ის დაპირისპირებაში მონაწილე პირებს აშველებდა და მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მოზარდი უკვე დაკითხა პოლიციამ გუშინ და რამდენიმე წუთში მას ისევ ელოდებიან საგამოძიებო უწყებაში, თუმცა რა სტატუსით არის დაბარებული იგი ამჯერად პოლიციაში, უცნობია ადვოკატისთვის.

„მას ჯერ არც ჩვენება აქვს მიცემული და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო და ამიტომ დეტალების გაჟღერება, რომელიც დაუზუსტებელი დეტალებია, ვფიქრობ ჩემი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი. ან თვითონ შსს გააკეთებს შესაბამის ინფორმაციას გამოძიების ანალიზის საფუძველზე ან მე როცა მეცოდინება კონკრეტული დეტალები, მერე შეიძლება გაკეთდეს რაღაც კონკრეტული განცხადებები და ახლა ვარაუდების გაკეთება ვფიქრობ მიზანშეწონილი  არ იქნება,“-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები