LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიქარიშვილი: შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ, შსს-ს არგუმენტები მიუღებელია

151

შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრ გახარიასთან თეთრი ხმაურის და თბილისის კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მოძრაობა “თეთრი ხმაურის” ერთ-ერთი ლიდერი  ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ამ შეხვედრით კმაყოფილი არ არის  და მისთვის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-ს არგუმენტები მიუღებელია. მისივე თქმით, უწყება 12 მაისის ღამეს კლუბებში სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს. აქტივისტის თქმით, მათ უწყებაში მოსთხოვეს, გადაცდომების ამსახველი ფაქტები თავად აქციის ორგანიზატორებმა წარმოადგინონ. წიქარიშვილი აცხადებს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას აუცილებლად წარუდგენს.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობას, აქციის მონაწილეები  სამუშაო ჯგუფში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ჩართვას ითხოვენ.

რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილი აცახდებს, რომ  პროტესტი ჯერ არ დასრულებულა, ის მხოლოდ შეჩერებულია და მოთხოვნები ისევ ძალაში რჩება.

დღეს, 15 მაისს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მინისტრის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები