LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება

84

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდში, სამივე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბესიკ გაბუნია 14 360 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44, 82%-ს შეადგენს და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლაშა გოგია 14 152 ხმით, რაც 44,17%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ ზუგდიდის სამ უბანზე გუშინ ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის, წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკ გაბუნია – 439 ხმა, „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“, ირაკლი ქოჩუა – 10 ხმა, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, გურგენ სართანია – 23 ხმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ლაშა გოგია – 954 ხმა.

ამასთან, ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკო მეორე ტურის თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იმის გამო, რომ მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს არის დანიშნული, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურის ჩატარების თარიღიც 30 ოქტომბრით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები