LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

98

წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში – 44 მანდატი, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში 23 მანდატი მოიპოვა. რაც შეეხება ცსკოს წინასწარ მონაცემებს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნება 48 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს. აღნიშნული მანდატების რაოდენობა პარტიის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში მოპოვებულ 67 მანდატს დაემატება. ამ მონაცემების გათვალისწინებით,  „ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

2016 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებას 113 დეპუტატი ესაჭიროება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები