LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქებაა, ფანჯრები გადმოყრილია, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის” – ახალი დეტალები დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებაზე

150
BeFunky-collage (2)

დიდუბის რაიონის გამგებლის ლადო ძნელაძის განცხადებით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში წინასწარი ინფორმაციით, მოხდა გაზის აფეთქება.

„წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქებაა, ფანჯრები გადმოყრილია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წინასწარი ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი სერიოზულად არის დაზიანებული.

შევისწავლით ყველაფერს და თბილისის მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. აფეთქების დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა და მსუბუქად არის დაშავებული“, – განაცხადა გამგებელმა.

დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც “ფორტუნას” დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ​მა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 60 წლამდე მამაკაცს დამწავრი აქვს სახე, მხრები და გულმკერდის ნაწილი, ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.

მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

„დამწვარი აქვს სახე და ორივე მტევანი“ – როგორია დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები