LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელები რიგგარეშე სხდომას ხშირად ჩაატარებენ

81

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, რიგგარეშე ეროვნული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ეროვნული კომიტეტის სხდომა პარტიას 2 თვეში ერთხელ აქვს.

“საუბარი იყო მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე. ჩვენი პარტიიდან მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – განაცხადა სამნიძემ.

მისვე თქმით, წინასაარჩევნოდ ასეთი სხდომები უფრო ხშირად ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები