LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინასაარჩევნოდ „ოცნება“ ამზადებს პროვოკაციებს, იგეგმება „დიპფეიკი“ ვიდეოების დამზადება“ – ანა ბუჩუკური

141
Untitled design (15)

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. „დიპფეიკებს.“

როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გაჟონილი ინფორმაცია.

„მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ – ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი 23 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „საკრებულოში ადგილი ჰქონდა ტყუილის ჭაობში მყოფი მშიშარა ადამიანების მცდელობას, მოერგოთ ქუჩის ბიჭების როლი.“

„ნეონაცებისგან „ნაცების“ მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, სწორედ თბილისის საკრებულოში აღმოცენდა ე.წ. ზონდერები. როგორც ჩანს, დღევანდელი „ოცნება“ ამაშიც მიბაძვას ცდილობს, რაც ნეონაცებისგან ნამდვილად არ გვიკვირს. კი ბატონო – ასე გააგრძელეთ, მაგრამ როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასრულა, დღევანდელი „ოცნებაც“ იმავენაირად დასრულდება,“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები