LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისში ქუჩებისთვის სახელის გადარქმევა დროებით შეჩერდება

148

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში, ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა დროებით ჩერედება. შესაბამისი ადაწყვეტილება სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ მიიღო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება არსებული სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის პროცესს. თუმცა ბოლო პერიოდში ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით და საბჭოთა რეჟიმთან კავშირში მყოფი პირების სახელობის ერთეული ობიექტებისთვის სახელწოდების ცვლილება მაინც განხორციელდა.

„ვინაიდან აქტიურად  იწყება წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეების პირადობის დამდგენ დოკუმენტებში და ამომრჩეველთა ერთიან სიებში არსებული მონაცემების იდენტურობა. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ განხორციელდეს არცერთი სახელდებული ობიექტისთვის სახელის გადარქმევა,  რათა ადმინისტრაციულ ორგანოებს და ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ გარკვეული ხასიათის პრობლემები ხმის მიცემის პროცესში. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მითითებული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განახორციელებს არსებული უსახელო ქუჩების სახელდებას,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები