დეველოპერული კომპანია ”აქსისი” საახალწლო აქციას იწყებს – 20/80. აქციის ფარგლებში მომხმარებელი ბინის ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის, ხოლო 80%-ს კი მშენებლობის დასრულებისას. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამასთან ერთად ”აქსისი” მომხმარებელს საახალწლოდ 5% დან 15%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს როგორც ჭავჭავაძის 49 -ისა და ”აქსისი იპოდრომთან” საცხოვრებელ კომპლექსებში, ასევე სხვა მიმდინარე სამშენებლო პროექტებში.
”საცხოვრებელი კომპლექსი “ჭავჭავაძის 49“ ნერგავს ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტებს. იგი შედება ოთხი ბლოკისგან, რომელთაგან II ბლოკი დასრულებულია. დასრულებულია ასევე მეოთხე ბლოკის კარკასის სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. დაწყებულია მესამე ბლოკის მშენებლობა და ბინების წინასწარი გაყიდვები. “ჭავჭავაძის 49“ -ის მშენებლობა სრულად 2018 წლის ზაფხულში დასრულდება”, – განაცხადეს დეველოპერული კომპანიაში.
მათივე ცნობით, რაც შეეხება პროექტ „აქსისი იპოდრომთან“, ის შედგება 3 ბლოკისკან. პირველი ბლოკის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა. მეორე ბლოკი სრულდება 2017 წლის გაზაფხულზე. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მესამე ბკლოკის კარკასის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2017 წლის მარტში დასრულდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2018 წლის შემოდგომაზე შევა.
ცნობისთვის, კომპანიის ორივე პროექტს გააჩნია მიწისქვეშა ავტოსადგომები და კეთილმოწყობილი შიდა ეზო. ფართოვდება ტროტუარები და იქმნება კეთილმოწყობილი საფეხმავლო გზებიც.