2019 წლის „წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ლაურეატები 4000-ლარიანი პრემიით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულები არიან:
თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე
კინოხელოვნება: გიორგი წერეთელი
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): დათია ბადალაშვილი
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ნინი ელიაშვილი
მუსიკა: სანდრო ნებიერიძე
სახვითი ხელოვნება: ლადო ლომიტაშვილი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი
ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია
მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში ჟიურიმ გამარჯვებულები შერჩეულ 24 ნომინანტს შორის გამიავლინა. „წინანდლის პრემია 2019“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
დაჯილდოების ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამ სხვადასხვა თემატურ ლოკაციაზე შედგა.
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.