LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინანდლის პრემია 2017“-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო!

95

2017-ის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად  განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და გაგრძელდება 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს  2017 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის  შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება,  კინოხელოვნება,  მხატვრული ლიტერატურა  (პროზა, პოეზია),  მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა  და 4 000 ლარიანი ფულადი პრემიით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი  და გალა ონცერტი შედგება 11 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას  სახელობის ფონდის მხარდაჭერით.

„წინანდლის პრემია“   დაფუძნდა  1999 წელს,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით.  პრემია ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის.

„წინანდლის პრემია“    მსახურება  თანამედროვე ხელოვნებასა  და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

წლების განმავლობაში  „წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო  ნიჭიერ  ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

კონკურსში მონაწილეობის  მსურველებმა  საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი,  აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ  ზურაბ ჟვანიას ფონდში
შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18 (სამუშაო საათები: 12:00 -19:00)
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები