LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდალი საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება

362

წინანდალი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, – ამის შესახებ პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

“წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება.

წინანდლის ფესტივალი, როგორც კახეთის რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები