LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა წელს ხომ უკან გავიწვიეთ კანონი, ახლა ნახავთ თქვენ!“ – რას წერს გიორგი გიგაშვილი

326
გიორგი გიგაშვილი

„რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ასეთი გამწარება ხალხის, ანუ ტრიბუნიდან იმ მოტივით საუბარი, რომ აი, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ!!!“ – ამის შესახებ პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დააინიცირებენ.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

„წინა წელს ხომ გავიწვიეთ უკან კანონი, ახლა ნახავთ თქვენ!!!

არჩევნებით თუ არ გადავაგდეთ, ოღონდ მართლა – გადავაგდეთ – ესენი, მართლა გაუგონარ წუმპეში ვართ“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.

რატომ უნდა გასდიოდეთ ამდენი და ასეთი გამწარება ხალხის, ანუ ტრიბუნიდან იმ მოტივით საუბარი, რომ აიიი, ახლა მე თქვენ…

Posted by Gigashvili Giorgi on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2024

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.