LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინ გავიჭერით და უამრავ ქვეყანას გადავუსწარით.. მთელი რიგი მაჩვენებლებით, NATO-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ“ – გია ვოლსკი 

133
Untitled design (20)

„როდესაც [ევროკავშირში] აფასებდნენ მართლმსაჯულებას, როდესაც აფასებდნენ კორუფციასთან ბრძოლას, მმართველობის გამჭვირვალობას და მთელ რიგ საკითხებს, როდესაც წინ გავიჭერით უამრავ ქვეყანას გადავუსწარით პოზიტიური მაჩვენებლებით, ამის გვერდის ავლა ვერ მოხდება იმ მოხსენებაში, რომელსაც ველოდებით,“– ამის თაობაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მთელი რიგი მაჩვენებლებია, სადაც არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ, ევროკავშირის წევრებსაც, რამდენიმე სახელმწიფო მაქვს მხედველობაში. მთელი რიგი მაჩვენებლებით, NATO-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ – იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა, სტაბილურობა, განვითარება, ხელისუფლების გამჭვირვალობა თუ მართვის ინოვაციური სისტემები..

რასაკვირველია, [სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით] ხელის შეშლა იქნება.

ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როცა კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო, ხალხი დაირაზმება და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც უკვე დიდი ხანია,ნაციონალური მოძრაობა ჯიბით ატარებს,“– განაცხადა ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რადიო „თავისუფლება“: ევროკომისია გეგმავს განაცხადოს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით უნდა მიენიჭოს

Politico: „კარგი ამბავი თბილისისთვის, კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები