საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელოდებიან ახალი ნაწილის გამოსვლას. ახლა ნიუ-იორკში შოუს, „აი ასე უბრალოდ“ მეორე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქერი ბრედშოუს თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასიყვარულო პარტნიორი, ედინები უბრუნდება. ახლახან ეკრანული წყვილის უახლესი ფოტოები გავრცელდა, სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.
როგორც ჩანს, წინ უამრავი თავგადასავალი და ვნებიანი სიყვარული დატვირთული ეპიზოდები გველოდება. მედიის ცნობით, ახალ ნაწილს მიმდინარე წელს ვიხილავთ.
„არავის უთხრათ!“ – ეიდენი ბრუნდება – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან