LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ დაჯექი კარგად ნახავ: ვიღაც ტიპმა კლასიკოში ათასები გადაიხადა – ნეიმარი რეალში შევიდა

92

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გამორჩეული მატჩი შედგა. ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” შეხვდნენ.

შეხვედრა მაიამიში “სან-ლაიფ სტედიუმზე” შედგა.

თამაში კატალონიელებმა 3:2 მოიგეს.
გოლები გაიტანეს: მესი (მე-4 წთ), რაკიტიჩი (7), კოვაჩიჩი (14), ასენსაო (36), პიკე (50).

ვიღაც ფანმა კლასიკოს ორ ბილეთში 11,5 ათასი ევრო გადაიხადა. უშურველმა გულშემატკივარმა ყველაზე ძვირიანი ბილეთები ონლაინ-გაყიდვების სერვის StubHub-ის მეშვეობით შეიძინა. ბილეთები პირველ რიგში იყო.

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ ნეიმარი მადრიდელთა გასახდელში შევიდა. ბრაზილიელი იქ 15 წუთი დარჩა და იქიდან გამოსული საკუთარ გასახდელისკენ გაემართა, ხელში კი „სამეფო კლუბის“ ორი მაისურა ეჭირა.
ბოლო ინფორმაციით, ნეიმარი ძალიან ახლოსაა პსჟ-ში გადასვლასთან. ის ყატარში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა პარიზულ გუნდში მის ტრანსფერს მწვანე აენთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები