LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წილოსანის ეს განცხადება არის საუკეთესო შეჯამება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის, მათთვის უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ვიდრე პუტინის რეჟიმი“ – გიორგი კანდელაკი

114
WhatsApp Image 2021-12-15 at 4.49.36 PM

„მას პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა და პრობლემად მიაჩნია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სამართლიანი კრიტიკა საქართველოს მისამართით,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კანდელაკი ნინო წილოსანის განცხადებას.

„თუ არ ჩავთვლით ოკუპაციასო, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტ შეურაცხყოფას განიცდის საქართველო, ვიდრე პუტინისგანო, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, ტვინში სისხლი ჩამექცა, როცა ეს განცხადება მოვისმინე, წილოსანის ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კვინტესენცია, საუკეთესო შეჯამება თუ რაში მდგომარეობს მათი საგარეო პოლიტიკური დეენემი არის ერთ განცხადებაში მოქცეული, მას პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა და პრობლემად მიაჩნია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სამართლიანი კრიტიკა საქართველოს მისამართით, რომელიც ამ ომში იქცა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი.“ – განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, მას რუსული ოკუპაციის შემდეგ არ ახსენდება “იმაზე დიდი შეურაცხყოფა”, ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია.

თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება: ნინო წილოსანი

“მოჭერით და დადეთ თუ სადმე ასეთი საოცრება ვთქვი” – ნინო წილოსანი განმარტებას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები