LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Williams-მა ფელიპე მასას ბოლიდი აჩუქა

22

ფორმულა ერთის Williams-ის გუნდმა საკუთარ პილოტს, ფელიპე მასას ბოლიდი FW38 აჩუქა, რომლითაც ის ბრაზილიის გრან პრიზე გამოდიოდა. ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელმა, კლერ უილიამსმა გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე განაცხადა, რომელიც აბუ დაბიში მრბოლელის კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილი საკვალიფიკაციო გარბენის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ბრაზილიურ ”ინტერლაგოსზე” გამართული რბოლა ფელიპე მასასთვის ბოლო საშინაო ეტაპი გახდა. მისი ბოლიდი კომპანია Martini-ის განსაკუთრებული ლოგოტიპით იყო მორთული, რომელიც Williams-ის გუნდის სპონსორია.

ავტომობილის უკანა ფრთაზე სიტყვა ”მადლობა” პორტუგალიურ ენაზე ეწერა. ბრაზილიის გრან პრისას წვიმის პირობებში მასა შეცდა და ავტომობილი დაამტვრია. მან აბუ-დაბის გრან-პრის ეტაპი მეცხრე პოზიციაზე გასვლით დაასრულა.

ფელიპე მასამ კარიერა 2002 წელს Sauber-ში დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ Ferrari-ში გადავიდა და სეზონის შედეგებით მესამე გახდა. 2008 წელს ვიცე ჩემიპონის ტიტული მიიღო, 2014 წელს კი Williams-ში გადავიდა. გუნდში მისი საუკეთესო შედეგი 2015 წლის სეზონზე პირად ანგარიშში მეექვსე ადგილი გახლდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები