LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიკლაური – უმჯობესია, მერაბიშვილი არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს და თქვას – დიახ, მინდა პოლიტიკაში მონაწილეობა – როდესაც „ფარდის მიღმა“ პოლიტიკის დამკვიდრება სურს, ეს ძალიან საშიშია

137
Untitled design (69)

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა რადიო „პალიტრის“ ეთერში პარტიაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც წიკლაურმა მერაბიშვილზე საუბრისას აღნიშნა, მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის იმას, რომ ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების ერთგულ პარტიად წარმოიდგინოს.

„ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეალურად პოლიტიკურად მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს. დღეს ეტყვიან, დააყენე კანდიდატურა, ხვალ ეტყვიან, არ დააყენოო. ვნახეთ ამ ადამიანის მეტამორფოზა.

ყველასთვის გასაგებია, რომ არსებობს არაფორმალური ცენტრი, საიდანაც იმართება. ამიტომ, უმჯობესია, რომ თუ ვინმეს ეს სურს, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ამ არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს და თქვას – დიახ, მე მინდა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა. მაშინ იქნება შეკითხვები, მას მოუწევს პასუხების გაცემა და ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს ნებისმიერი სხვადასხვა დონის არჩევნებში.

როდესაც ამას არ აკეთებს, როდესაც „ფარდის მიღმა“ პოლიტიკის დამკვიდრება სურს და კულუარული მართვის მეთოდებს გვთავაზობს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ეს ძალიან საშიშია. ეს ნამდვილად არ მეტყველებს კარგად მასზე და ეს საფრთხეს უქმნის იმას, რომ ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოიდგინოს როგორც მართლა ევროპული ღირებულებების ერთგული პარტია. მგონია, რომ სიმართლის თქმა არის ის, რაც ყველაზე ეფექტიანი იარაღია ისეთ ვერაგ და მდიდარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, როგორიცაა ივანიშვილის პარტია“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები