LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიგნის „როგორ მოვკლათ ქმარი“ ავტორი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

82
0907-cbsn-murderpkg-1652881-640x360

ამერიკაში, პორტლენდის სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ქალი, რომელმაც დაწერა წიგნი „როგორ მოვკლათ ქმარი“. გახმაურებული საქმის დეტალები SBS News-მა გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით, 71 წლის ნენსი ბროფიმ თავისი 63 წლის მეუღლე, დენიელ ბროფი 2018 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ქალს ზუსტად იმ მოდელის იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც მამაკაცი მოკლეს, სათვალთვალო კამერებმა ქალის გადაადგილებაც გადაიღეს და მკვლელობის დროს ის მეუღლის სამსახურთან იმყოფებოდა.

მანამდე კი სანამ ქმარს მოკლავდა, ნენსიმ 2011 წელს ესე – „როგორ მოვკლათ ქმარი“ გამოაქვეყნა. ნაწარმოებში ქალი აღწერს მკვლელობის სხვადასხვა გზას, იარაღს და მოკლედ ყველაფერს იმისთვის რომ დანაშაულის შემდეგ პოლიციას გზა-კვალი აერიოს.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი თავის დანაშაულს უარყოფს. მისი თქმით, მეუღლის მოსაკლავად არანაირი მიზეზი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები