LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wi-Fi ჰაერში – ავიაკომპანიის ახალი შეთავაზება მგზავრებს

98

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana მგზავრებს Boeing 767-ის ბორტზე Wi-Fi-ს სერვისს სთავაზობს.

ავიაკომპანიის ცნობით, Air Astana გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელიც Inmarsat Global Xpress-თან მაღალი ხარისხის თანამგზავრული კავშირი დაამყარა.

კომპანიის ცნობით, ინტერნეტის სიჩქარე ბორტზე მინიმუმ 2 მბ/წმ იქნება. წლის ბოლომდე ავიაკომპანია Wi-Fi-ს სერვისით დანარჩენ ორ Boeing 767-საც აღჭურავს. Air Astana-ს ბორტზე ინტერნეტ პაკეტების ღირებულება ასეთია: „სტარტი“ – 15 მბ/წმ – 4.3932 დოლარი; “ბიზნესი” – 50 მბ/წმ – 13.1796 დოლარი; “სუპერი” – 100 მბ/წმ – 21.966 დოლარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები