LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Whoscored: დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები

120
msreere

საფეხბურთო პორტალმა whoscored სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გასული ათწლეული შეაფასა და  ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

პრემიერ ლიგაში გასული ათწლეულის საუკეთესოდ პორტალმა ედენ აზარი (7.64 ქულა) მიიჩნია. ბელგიელს ოდნავ ჩამორჩა სერხიო აგუერო (7.46 ქულა) , მესამე ადგილი კი ჰარი კეინმა დაიკავა (7.42 ქულა)

ლა ლიგაში საუკეთესოდ  ლიონელ მესი (8.65 ქულა) დასახელდა. არგენტინელმა კრისტიანო რონალდოს (8.18 ქულა) და ლუის სუარესს (7.74 ქულა) აჯობა.

იტალიის სერია ა-ს გასული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი (7.38 ქულა) გახდა. ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა თანაგუნდელ პაულო დიბალას (7.33 ქულა) და ალეხანდრო გომესს (7.29 ქულა)  გაუსწრო.

იტალიის სერია ა-ს მსგავსად, მცველი გახდა საუკეთესო საფრანგეთის ლიგა 1-შიც. ტიაგო სილვამ (7.35 ქულა) პირველი ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა როგორც ედისონ კავანი (7.28 ქულა), ასევე ლოიკ პერინი (7.27 ქულა).

ბუნდესლიგის ბოლო დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად პორტალმა  არიენ რობენი (7.71 ქულა) მიიჩნია. ჰოლანდიელმა თანაგუნდელებს, ფრენკ რიბერის (7.64 ქულა)  და რობერტ ლევანდოვსკის  (7.58 ქულა) აჯობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები