LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WHO უკრაინის 43 სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმას ადასტურებს

87
მარიუპოლი

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) სამედიცინო დაწესებულებებზე 43 თავდასხმის ფაქტი აქვს დადასტურებული. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე 33 თავდასხმისას გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღება, მათ შორის სარაკეტო სისტემები და ტანკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც – საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს.

ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის, 100-ზე მეტი ბავშვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები