ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა ევროპაში გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები კიევში არიან
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება. უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„მაშინ, როცა უკრაინაში სწრაფად ფართოვდება კონფლიქტი, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი კვლავაც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყველა სამოქალაქო პირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამო, ვისაც შეეხო კრიზისი ქვეყანაში და, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ:
ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა ევროპაში გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორც მსხვერპლის რაოდენობის, ისე სუსტი ჯანდაცვის სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენების თვალსაზრისით,“– ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ჩერნობილის ზონაში რადიაციის გაზრდილი დონე დაფიქსირდა: უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია
კლიჩკო: კიევის თავდაცვამ წარმატებით მოიგერია საჰაერო თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა
რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს