LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წეროვანში არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

107

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი წილკნიდან წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთში არჩილ ტატუნაშვილს ეკლესიიდან გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები