ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, წერის პროცესში აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება მოიხსნან პირბადეები. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებაზე რეკომენდაცია ძალაში რჩება, თუმცა აბიტურიენტს ეძლევა უფლება საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას ის მოიხსნას, მაგრამ აქაც გარვეული წესების დაცვა აუცილებელი.
"განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად".
აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება პირბადის გარეშე შეეძლებათ: რა შემთხვევაში ჩაირთვება კონდიციონერი
ხაზგასმით ვამბობ რომ რეკომენდაცია რჩება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, თუმცა თუ აბიტურიენტი თვლის, რომ მისი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, მას შეუძლია მთელი გამოცდის განმავლობაში ატაროს პირბადე, ან პირიქით წერის პროცესში მოიხსნას. ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ.
გარდა ამისა, როდესაც მოხდება სივრცეების განიავება (ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +30 გრადუსს), ამ შემთხვევაში საგამოცდო სივრცეებში ჩაირთვება კონდიცირების სისტემა და მეთვალყურეები გააფრთხილებენ გამოსაცდელ პირებს, რომ მათ გაიკეთონ პირბადე.
წინა სემესტრებისგან განსხვავებით, წელს დისტანციური კომპონენტი უფრო მძლავრად იქნება გამოყენებული – ნუნუ მიცკევიჩი
გთხოვთ თითოეულ გამოსაცდელ პირს, რომ ეს იყოს სწორად გაგებული და მიღებული. ეს ყველაფერი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხდება. პასუხისმგებლობა ორმხრივია, ჩვენი მზრიდან უზრუნვეყოფილი იქნება უსაფრთხო გარემო“,-აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
არცერთი საუნივერსიტეტო სივრცე არ იქნება გამოყენებული, ეროვნული გამოცდები ჩატარდება სკოლებში – ნუნუ მიცკევიჩი
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.