LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წერილი დააწერინეს, რომ თვითმკვლელობის ვერსია დაემტკიცებინათ… მოვითხოვთ სადიაგნოსტიკო აპარატს მანქანის ძრავის შესამოწმებლად” – რაზე შეთანხმდნენ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მთავარი პროკურორი

206
BeFunky-collage (30)

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი დღეს საქართველოს მთავარ პროკურორს შეხვდნენ. ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათ მიიღეს თანხმობა და საქმეში ჩაერთვება გამოძიების ფედერალური ბიურო. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ქვეყნის მთავარი პროკურორისგან მიიღეს პირობა, რომ საქმის გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე დაყრდნობით არ განხორციელდება და ყველა შესაძლო ვარიანტი დეტალურად იქნება გამოკვლეული.

ადვოკატის თქმით, შოთაძისგან ასევე მიიღეს პირობა, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართული იქნება ყველა ძალოვანი სტრუქტურა, თუმცა მისივე განმარტებით, ჭეშმარიტების დადგენა გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული.

“თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენ გუშინ ვითხოვნდით და ველოდებოდით პასუხებს საქმეში ჩართულიყო ფედერალური ბიურო, დღეს მივიღეთ პასუხი და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთვება FBI. ირაკლი შოთაძისგან მიღებული დაპირება იძლევა სიმშვიდის საფუძველს.

ჩვენ დღეს მოვითხოვეთ დაჩქარებული წესით მოძიებულ იქნას სადიაგნოსტიკო აპარატი, რომელიც დაადგენს როდის მოხდა თამარის ავტომობილის ძრავის ბოლო გამორთვა. მივიღეთ პირობა, რომ ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება საქმეს, დეტალურად იქნება გამოძიებული” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შსს: ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა

ადვოკატმა ასევე, ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც 23 წლის პროგრამისტის კომპიუტერში აღმოჩენილ მასალებს ეხებოდა და განმარტა, რომ ეს არის თვითმკვლელობის ვერსიის გამყარება.

მისივე თქმით, მთავარ პროკურორთან სწორედ აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრეს და შოთაძისგან მიიღეს პირობა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე და კონკრეტულად – თვითმკვლელობაზე, არ იმუშავებს.

“მანქანაში ნაპოვნი ხელნაწერი, “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის”- შსს ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან ბაჩალიაშვილის დედამ. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული წერილი თამარს “დააწერინეს,” ხოლო თანხა, რომელიც მისი შვილის ანგარიშზე ირიცხება,  ამბობს, რომ მას თამარი სწავლის გადასახადისთვის აგროვებდა.

“მივიღე დაპირება, რომ საქმეში ფედერალური ბიურო ჩაერთვება. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება ამიტომ მხოლოდ თვითმკვლელობა არ უნდა განიხილონ. წერილი, რომელიც მანქანასი იპოვეს, სავარაუდოდ იმათმა დააწერინეს. ეს თვეების მანძილზე მზადდებოდა, რომ მერე თვითმკვლელობის ვერსია დაემტკიცებინათ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ფულს სწავლისთვის აგროვებდა, ის წერილი კი დააწერინეს. მთავარმა პროკურორმა დღეს ჩაინიშნა ჩვენი ყველა კითხვა და მივიღეთ დაპირება რომ ჩვენს კითხვებს გაეცემა პასუხი” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები