Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წერილი ბოთლში – უჩვეულო გზავნილმა მოზარდები დაამეგობრა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილი ბოთლში – უჩვეულო გზავნილმა მოზარდები დაამეგობრა

315
lettenews

ცოტა ხნის წინ, აზორის კუნძულებზე მცხოვრებმა მოზარდმა თევზაობისას უცნაური გზავნილი იპოვა – ბოთლში მოთავსებული წერილი. როგორც ირკვევა, ის 2018 წელს დაწერეს. წერილის ავტორი ამერიკელი თინეიჯერი, შონ სმიტია, რომელიც ამჟამად 16 წლისაა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, შონ სმიტმა წერილი 13 წლის ასაკში, მადლიერების დღეს დაწერა და ოკეანეში ჩააგდო იმ იმედით, რომ მას ოდესმე ვინმე იპოვიდა და ეს ასეც მოხდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შონმა თავისი წერილის მპოვნელზე სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყო, რადგან მასში მითითებულ მეილს უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს.

,,დღეს მადლიერების დღეა. მე 13 წლის ვარ და როუდ აილენდში ვიმყოფები. თუ ამ წერილს იპოვით, შემეხმიანეთ მეილზე: messageinabottle2018@gmail.com.“- ნათქვამია წერილში.

საკვირველია, მაგრამ წერილმა სამი წელი იმოგზაურა და როუდ აილენდიდან 3 200 კილომეტრის მოშორებით, 17 წლის პორტუგალიელის, კრისტიან სანტოსის ხელში აღმოჩნდა.

მოზარდები უკვე შეეხმიანნენ ერთმანეთს და ურთიერთობის გაგრძელებასაც გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები