LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირის, შალიკაშვილის ხიდისა და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია – კიდევ რას გეგმავს თბილისის მერია 2023 წელს

140
კახა კალაძე

თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს: განხორციელდება წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამასთან უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს შალიკაშვილის ხიდისა და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია მოწესრიგება, გზების კაპიტალური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის სრული რეაბილიტაცია, ასევე ისნის რაიონში მახათას აღმართზე ახალი გზის მოწყობის სამუშაოები, უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის სრული განახლება-მოწესრიგება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები