LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირი ეტაპობრივად გადაიკეტება – რა ვადებში დასრულდება დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

554
Дмитрий Новиков (1)

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ 2023 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„პროექტი მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარე განათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია. რეაბილიტაციის დროს იგეგმება გამზირის ეტაპობრივი გადაკეტვა, რათა არ შეიქმნას საავტომობილო კოლაფსი,“ – განაცხადა გიორგი აბუთიძემ.

ამავე გადაცემაში, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება. გიორგი აბუთიძის განმარტებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება.

რაც შეეხება მერიის მიერ დაგეგმილ სხვა პროექტებს:

  • მიმდინარეობს კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გაზაფხულზე უნდა დასრულდეს
  • 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მიმდინარე რეაბილიტაცია
  • მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის დასრულდება გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები
  • ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა

იხილეთ ვრცლად:

თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება – სახალხო პლატფორმა