ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს.
“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! – ამ მოწოდებით ქართველი მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს ქართულად, ინგლისურად და იტალიურად აქვეყნებს.
„მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”,- წერს რაჭველიშვილი.
https://www.facebook.com/AnitaRachvelishviliOfficial/photos/a.10150365210173100/10156460382898100/?type=3&theater
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.
ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.
პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა