LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია შეისყიდის, რამდენი იქნება სუბსიდია?

50

წელს ყურძენს 100-მდე  ღვინის კომპანია შეისყიდის. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელზეც “რთველი – 2016” -oს საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. დარგის ხელშეწყობისთვის 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია სუბსიდიის მოსხნა, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მთავრობამ “რთველი 2016”-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

სუბსიდიის მოცულობა კახეთის  რეგიონში:

1 კგ. რქაწითელზე – 45 თეთრი;

1 კგ. კახური მწვანეზე – 45 თეთრი;

1 კგ. საფერავზე – 20 თეთრი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი;

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის  ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით,  არაუმეტეს  15 თვის ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები