LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს უცხო ენაზე ჩაჭრილების ოდენობა გაიზრდება – რუსუდან ტყემალაძე

226
gamocdebi-770x462

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ წელს უცხო ენაში დავალებების ფორმატი შეიცვალა, შესაძლოა ჩაჭრილების ოდენობა გაიზარდოს.

ამის შესახებ რუსუდან ტყემალაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „ინსაიდერში“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ მინდა ვინმე შევაშინო, რადგან უცხო ენებში საერთოდ ძალიან დაბალი რაოდენობა იჭრება, იმდენად დაბალი ბარიერი ჩვენთან. სხვა საგნებთან შედარებით 20%-ია ბარიერი ანუ 80 ქულიდან წელს 17-ია გადამსვლელი. საერთო ჯამში შარშან 3% ჩაიჭრა აბიტურიენტების სხვა საგნებთან შედარებით. ის ადამიანი ვინც შემოხაზვით შემთხვევით ამოიცნობდა პასუხს ეს შანსი შედარებით ნაკლები გახდა. არის სხვა დავალებები შემოსახაზი, მაგრამ ეს შანსი მას ცოტა მოაკლდა. ამიტომ შესაძლოა ვინც არ არის სათანადოდ მომზადებული მას გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა,“ – აღნიშნა ტყემალაძემ.

როგორც ცნობილია, უცხო ენების ტესტიდან ამოღებულია ერთ–ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევით პასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.