LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს თბილისში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და ვაკეში გაიყიდა

110
5f25777897ee7

2021 წლის იანვარსა და თებერვალში თბილისში ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა საბურთალოსა და ვაკეში, – ამის შესახებ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშში წერია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველი ორი თვის ტრანზაქციები მეტნაკლებად მიჰყვება ზოგადად არსებულ ტრენდს. მიუხედავად იანვარში ტრანზაქციების 14%-იანი კლებისა, 2021 წლის თებერვლის გაყიდვებმა 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბა.

რაც შეეხება 2020 წელს, გასული წლის მეორე კვარტალში გაყიდვების დიდი ვარდნის მიუხედავად, თბილისის საცხოვრებელ ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვები დაუბრუნდა 2019 წლის ნიშნულს. 2020 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გაყიდული სახლების/ბინების რაოდენობამ გადააჭარბა 2019 წლის იმავე თვეების მონაცემებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები