LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს შიდა ქართლიდან 29 ადამიანი გაიტაცეს: სუს-ის პასუხი “ფორტუნას”

211
1480251880

2020 წელს, შიდა ქართლიდან, საკუთარი მიწიდან ოკუპანტებმა 29 ადამიანი გაიტაცეს – ინფორმაცია “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა. 

აღნიშნულით დგინდება, რომ “ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებლის მიერ გავრცელებული ციფრები რეალობაა – ე.წ. საზღვრიდან ბევრად მეტ ადამიანს იტაცებენ, ვიდრე ჩვენ ვიცით.

რაც შეეხება აფხაზეთის მხარეს – ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით სულ 7 პირი გაიტაცეს.

ამასთან, სუს-ში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში ამ ბრალდებით მხოლოდ დაკავებულთა 10-15%-ს იტაცებენ.

“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 17 ივლისის ჩათვლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავების 29 შემთხვევა იდენტიფიცირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონოდ დაკავების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15%-სშეადგენს,” – განმარტეს “ფორტუნასთან” სუსში.

 

მოთხოვნის მიუხედავად, “ფორტუნამ” ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, ძირითადად, რომელი სოფლებიდან ხდება გატაცება.

შეგახსენებთ, მედიით სულ გატაცების 7 შემთხვევა გავრცელდა: 

"გგონია, რომ მავრთულხლართებთან სულ ვიღაც არის" - ცხოვრება მტაცებელი მეზობლის გვერდით [ვიდეო]

ადამიანების გატაცება XXI საუკუნის ადამიანისთვის, უცხო სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, ეს სიტყვა ხშირად ისმის, გრძნობა კი თითქმის ყველა ოჯახს გამოუცდია. საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში, ხალხი, რომელიც საზღვრის ბუნებრივ შემაკავებლად იქცა, მუდმივ სტრესშია. მათ უკვე წართმეული მიწების გარდა, საფრთხე დარჩენილებში ყოფნის დროსაც ემუქრებათ. წარმოსახვითი თუ მავრთულშემოვლებული ე.წ. საზღვრების მიღმა, ავტომატიანები მშვიდობიან მოსახლეობას […]

  • 23 თებერვალი – 17 წლის მოზარდი ალეკო შიუკაშვილი, გატაცების ადგილი კირბალი, გაათავისუფლეს იმავე დღეს,
  • 27 თებერვალი, სოფელი აძვი, ელდარ გუნდიშვილი, გაიტაცეს და ავტომატის კონდახებით სცემეს,
  • 5 მარტი – ბერშუეთიდან ქალი გაიტაცეს, მეორე დღეს გაათავისუფლეს, უცნობია, რა პირობით,
  • 17 აპრილი – ცოლ-ქმარი, დათა პაპას შვილიშვილი და რძალი გაიტაცეს, განაცხადეს, რომ საკარანტინე ზონაში გადაჰყავთ,
  • 21 ივნისი, ახალუბანი, 66 წლის ჯუმბერ ფსიტიძის გატაცება, გაათავისუფლეს იმავე დღეს,
  • 3 ივლისი, მეჯვრისხევი, ხვიჩა მღებრიშვილის გატაცება, ამ დრომდე ტყვეობაშია.
  • 11 ივლისი, ქვემო ჭალა, ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს, ამ დრომდე ტყვეობაშია.

 

არაფერი ვიცით იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც გაიტაცეს და ამ სიაში არ არიან. სუს-ში ამბობენ, რომ ეს ის შემთხვევებია, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობით, დაკავებულებს მალევე ათავისუფლებენ ოკუპირებული რეგიონიდან.

“ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ” – როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები