Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში”

104

საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა დაბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისბანკის ( EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებს.

აღინიშნა, რომ 2016 წელს EBRD- მა განახორციელა ინვესტიციების რეკორდული ოდენობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობით.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი-ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო. სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD-ი მხარდაჭერს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.

“პირველ რიგში, მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება.  2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში. ასე რომ, ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ურთიერთობა მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს. აქ ლაპარაკია ახალი სტრატეგიების მიღებაზე, ცვლილებების განხორციელებაზე, რის წყალობითაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის. საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი, ძალიან გამართულად მუშაობს. ასევე აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტო და ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების გეგმა. ყველა ეს სფერო ძალიან წარმატებული და სასარგებლოა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული ურთიერთობებისთვის,”-განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები