LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საწვავზე აქციზი და დღგ ვერ შემცირდება – ხუციშვილი

129
ipiccy_image

ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს, რაც იმის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოაყალიბონ. ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე, რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, შეუძლებელია.

“მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაშია. ეს ჯამურად, ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით, 8-ან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლის დაკლებაზე, როცა მიმდინარე წელი დაგეგმილია სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე ამაზე იყოს საუბარი, ასეთი ტიპის შემოსავლების დაკლებაზე მიმდინარე წელს, როცა საკმაოდ ბევრი გამოწვევაა ქვეყნისთვის.

ბუნებრივია, ინფლაციაც არის ერთ-ერთი ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს და არამხოლოდ საქართველოში. ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში. ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ამ პროცესისგან იზოლირებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღია ეკონომიკაა და ვაჭრობას ახორციელებს ამ ქვეყნებთან“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები