2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. ინფორმაციას „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ავრცელებს. ანგარიშში ასევე, საუბარია 2018 წელს ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევებზეც.
„კანონის ნაკლოვანებები ასახვას ჰპოვებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაში: 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. შედარებისთვის, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და კონტროლის გარეშე დარჩენილი ბიზნესის შედეგი იყო ტყიბულის შახტებში წლის განმავლობაში 2-ჯერ მომხდარი უბედური შემთხვევა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,“ – ნათქვამია ანგარიშში.