LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2%-ით გაგვეზარდა

35
shutterstock-Trade-Geo-770x540

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 538.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარი (15.7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 ივნისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები