ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, გოგი ქათარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე. ეპოქაც გაიყოლა…
ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი!
ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში..
ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.. ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი”,- წერს გიორგი გასვიანი ფეისბუქში.
გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში დაიღუპა. ის გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. გოგი ქავთარაძე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.