LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს გასამართი ”კონფედერაციათა თასი” შესაძლოა ისტორიაში უკანასკნელი აღმოჩნდეს

5

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ფიფა ”კონფედერაციათა თასის” რეფორმირებას აპირებს.თუ ახალი მოდელი დაინერგა,მომავალში ტურნირში  მონაწილეობას არა ნაკრებები,არამედ კლუბები მიიღებენ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ ღირს დაფიქრება კონფედერაციათა თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გაერთიანებაზე.

პროექტის მიხედვით,ახალ ტურნირს საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებენ. მასში მონაწილეობას 16 ან 24 კლუბი მიიღებს.

მათ შორის იქნება  ბოლო ორი გამარჯვებული და ფინალისტი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებიდან,ასევე ლიბერტადორესის თასიდან.გარდა ამისა,ტურნირის საგზურს მიიღებენ აზიის,აფრიკის,ცენტრალური და ჩრდილო ამერიკის საკლუბო ტურნირების გამარჯვებულები. პროექტის მიხედვით,საკონტინენტთაშორისო თასი ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ფიფა ცვლილებებს მხარს დაუჭერს, წელს რუსეთში გასამართი კონფედერაციათა თასი,რომელშიც კონტინენტების ჩემპიონი ნაკრებები მონაწილეობენ,ისტორიაში ბოლო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები