LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს – EBRD

37
1622491594-ეკონომიკა

EBRD-მა 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. 2023 წლისთვის კი ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული.

“2022 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში საკმაოდ ძლიერი 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ტურიზმის სექტორის აღდგენა გაგრძელდა და სექტორის შემოსავლები პანდემიამდელი (2019 წლის დონის) 80%-ზე აღდგა. ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა სხვა არაერთ სექტორშიც, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებში. რუსული ბიზნესებისა და ICT პროფესიონალების შემოდინება საქართველოში, ასევე მათი ფულადი გზავნილები ასევე დაეხმარა ტურიზმისა და სერვისების სექტორებს. პარალელურად, გაფართოვდა სავაჭრო დეფიციტი, რადგანაც იმპორტისა და ექსპორტის დონე 30%-ით გაიზარდა. თუმცა, მზარდი სავალუტო შემოდინებები ამ დეფიციტის დაფარვისთვის იყო საკმარისი, რამაც საბოლოო ჯამში წლის პირველ ნახევარში ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. ეს საქართველოს რეზერვებზეც დადებითად აისახა.

ლარის გამყარებამ შეამცირა იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდის გავლენა, ეს კი ინფლაციის 12.5%-დან 10.9%-მდე შემცირებაში აისახა. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეენარჩუნებინა. მაღალი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, ხელისუფლებამ შეძლო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის $280-მილიონიანი პროგრამის ხელმოწერა მოხდა. საქართველოს მშპ 2022 წელს სავარაუდოდ, 8%-ით გაიზრდება, უკრაინაში მიმდინარე ომის ნეგატიური ეფექტების მატერიალიზება არ მოხდა. თუმცა, 2023 წლისთვის ნავარაუდევია შედარებით უფრო სტაბილური, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. რისკები კვლავ მაღალია და არსებობს ნეგატიური საგარეო შოკების საფრთხე,”- წერს EBRD.

საქართველოსთან ერთად EBRD-მა ზრდის პროგნოზი გაზარდა სომხეთში 8%-მდე (+6.5 პ.პ.); აზერბაიჯანის პროგნოზი კი უცვლელია და კვლავ 4.5%-ს შეადგენს. 4.5%-მდე გაზარდა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თურქეთშიც, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია. უკრაინაში კი EBRD-ი 30%-იან რეცესიას პროგნოზირებს. ეკონომიკის 5%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი რუსეთში, ბელარუსში კი 5.5%-იანი ვარდნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები