LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 10%-ზე მაღალიც იქნება – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

130
კობა-გვენეტაძე-1

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მაღალი იქნება.

„ვფიქრობ, წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 10%-ზე მაღალიც იქნება. ბუნებრივია, რომ შემდეგ წელს შედარებით დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე ჩვენი მომავალი წლის პროგნოზი 4-4.5%-ია. 2024 წლიდან დაწყებული კი დაახლოებით, 5-6%-ს შორის იქნება, თუმცა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება იმის საფუძველს მოგვცემს, რომ ეს ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

არ გამოვრიცხავთ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი ამის საჭიროება დადგება - გვენეტაძე

გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.

რა თქმა უნდა, მთავარი რისკები, ინფლაციას უკავშირდება, რადგანაც პანდემიისა და ომის გამო ინფლაცია გლობალურად, რეგიონში და საქართველოში უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს მცდელობები, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასა და გატარებაზე, ისე ხელისუფლების მხრიდან, ფისკალური დეფიციტის კონსოლიდაციაზე, რაც ხდება კიდეც. ზოგადად, დღევანდელ სიტუაციაში, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ნებისმიერი პოტენციური შოკების უარყოფითი გავლენისგან ქვეყანა დაცული იყოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები