LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი დაირგვება, ქუჩები – რეაბილიტირდება

67
150466291-3893244704069143-2486904220325536066-o

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წელს სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო ფართობი 330 675 კვ.მ-ს შეადგენს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე ჭები და მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებულ ქუჩებზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები. წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი და 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება. 2020 წელს 54 ქუჩისა და შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა.

2018 წლიდან განახლდა მუნიციპალური ავტოპარკი. ბათუმს 40 დიზელზე მომუშავე და 8 ელექტროავტობუსი შეემატა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები