LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს აჭარაში ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათას ტონას შეადგენს

58
1-3

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება. შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათას ტონას შეადგენს. წელსვე, აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები