პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს.
ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება.
მისივე განმარტებით, RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება. „ამ პერიოდში საგადასახადო დავების განხილვა შეუფერხებლად, სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ამბობს მაჭავარიანი.