LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელიწადში 600 000 მანეთი მაქვს შემოსავალი, [შემოწირულობა] რატომ არ უნდა გავაკეთო, ქართული ოცნება არის ყველაზე კაი პარტია ჩემთვის: გოგი თოფაძე

145
გოგი თოფაძე

ბიზნესმენი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მისთვის “ყველაზე კაი პარტიაა” და გამომდინარე იქიდან, რომ მისი წლიური შემოსავალი 600 000 მანეთია, ხშირად რიცხავს თანხას შემოწირულობის სახით პარტიის ანგარიშზე.

“ჩემი შემოსავალი წელიწადში არის 600 000 მანეთი, [შემოწირულობა] რატომ არ უნდა გავაკეთო, ქართული ოცნება არის ყველაზე კაი პარტია ჩემთვის, რაც ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი იმის მერე სულ მათთან ვარ და კიდევ ერთხელ შეიძლება კიდევ რაღაც დავუმატო ამ თვეში”, – აცხადებს გოგი თოფაძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით2012 წლიდან დღემდე:

ბიზნესმენ გოგი თოფაძეს ქართული ოცნებისთვის 329 879 ლარის შემოწირულობა აქვს გაკეთებული.

ბიზნესმენ გიორგი გაგუას 297 000 ათასი ლარი.


2016 წლიდან დღემდე:

ალექსანდრე წულუკიძეს 180 000 ლარის შემოწირულობა აქვს გაკეთებული პარტია “ქართული ოცნებისთვის”.

ბიზნესმენ კახა კობიაშვილს 230 000 ლარი.

დავით ბალანძივაძეს 355 000 ლარი.


2018 წლიდან დღემდე:

ბიზნესმენ გიორგი აბრამიშვილს 240 000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენების ნაწილი პარტია “ქართულ ოცნების” აქტიური შემომწირველია. “ფლანგვის დეტექტორს” არაერთი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობის გაკეთების შემდეგ, ბიზნესმენები და ინდმეწარმეები რამდენიმე მილიონიან ტენდერებს იგებენ.

ინდმეწარმემ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა და 10 მილიონის ტენდერები მოიგო – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს

სუს-ის უფროსის დაწინაურების შემდეგ, მისმა ახლობელმა 22 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო: ფლანგვის დეტექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები