საქართველოს ბანკის სათავო ოფისში შედგა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის საბჭოს პირველი შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო წლევანდელი გეგმები, მუშაობის პროცესები, ნომინაციები, კრიტერიუმები, ფორმატები და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შეჯამდა 2018 წლის შედეგები. 2019 წელს, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება შემოგთავაზებთ მრავალ საინტერესო სიახლეს, განახლებული ნომინაციებითა და რაც მთავარია, ცერემონიის სრულიად ახალ ფორმატს! ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დეტალური პრეზენტაცია შედგება რიგით მე-4 კონფრენციაზე, რომელიც გაიმართება ივნისში, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს „Welcome to Georgia”-ს პროექტში მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგება, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით.
2019 წლის, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია იქნება კიდევ უფრო გრანდიოზული, მასშტაბური, საინტერესო და, რაც მთვარია, შედეგიანი თითოეული მონაწილესთვის!
პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე!
პროექტის თანაორგანიზატორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს -„ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და „საქართველოს ბანკი“. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. პროექტის გენერალური სპონსორი: „ალიანს ჯგუფი“. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი: „ბიდიო საქართველო“.