LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წავიდა მთელი ეპოქა.. ასე იცოდა ხოლმე მოკითხვა: „როგორ ხარ ჩემო ბატონო ძმაო?!.“ უთქვენოდ ცუდად ბატონო თენგიზ!..“ – გია ბაღაშვილის ემოციური პოსტი

7927
გია ბაღაშვილი

მუსიკოსი გია ბაღაშვილი, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს..

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 

კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა!… ძალიან მიმძიმს ბატონ თენგიზზე წარსულ დროში საუბარი.

გარდა იმისა, რომ ძალზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნება იყო, ის გახლდათ ყოველმხრივ შემკული ქართველი ვაჟკაცი… დიდი არტისტი… დიდსულოვანი… ყველასგან გამორჩეული… გარდასულ ეპოქათა გმირი, ჩვენს პირქუშ დროში, თითქოს, შემთხვევით მოხვედრილი…

არ მახსოვს რეპეტიციაზე შევსულიყავი და ამხელა, ბუმბერაზი პიროვნება ფეხზე არ წამომდგარიყო…ასეთი იყო მისი შინაგანი კულტურა, ასეთი გახლდათ ყველასთან – დიდთანაც და პატარასთანაც…

საუცხოო მანერებით გამორჩეულს, მართლაც ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა.

ზედმიწევნით კარგად იცოდა დასავლეთ ევროპული, განსაკუთრებით ფრანგული ლიტერატურა… ხშირად გვისაუბრია ამ თემებზე და თავის ყოველ თეზას, როგორც წესი, ვრცელი ციტატით გაუმაგრებდა ხოლმე ზურგს… თხემით ტერფამდე ქართველი იყო… უზომოდ შეყვარებული სამშობლოზე…

ფეხით ჰქონდა მოვლილი მთელი საქართველო, ვერც ერთი პროფესიონალი ექსკურსიამძღოლი ვერ შეედრებოდა.

საუკეთესო ქართული თვისებების განსხეულება გახლდათ სცენაზეც, ეკრანზეც და რეალურ ცხოვრებაშიც!..

ნაბახუსევზე ასე იცოდა ხოლმე სიყვარულით მოკითხვა: „როგორ ხარ ჩემო ბატონო ძმაო?!.“ უთქვენოდ ცუდად ბატონო თენგიზ!.. დაგვტოვეთ და აღარავინ დაგვრჩა თქვენი დარი!…

წავიდა მთელი ეპოქა!…
კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა!… ძალიან მიმძიმს ბატონ თენგიზზე წარსულ დროში საუბარი. გარდა…

Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on შაბათი, 28 ოქტომბერი, 2023

საბედნიეროდ დაგვიტოვეთ 100-ზე მეტი ბრწყინვალედ ნათამაშები როლი ქართულ კინოსა და თქვენს მშობლიურ მარჯანიშვილის თეატრში. მე კი პირადად, დამიტოვეთ დაუვიწყარი წლები, თქვენს გვერდით გატარებული.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად სცენაზე დგომის პატივი მქონდა! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სპეტაკი სული,“- წერს გია ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები