LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წავიდა და წავიდა, დღეს გაასვენებენ… გელოდება სამშობლო დავით ქუჩუკიან – მე ვერ გაცილებ, რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ“ – არჩილ ხოფერია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

185
Untitled design (1)

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია, სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, დათო ქუჩუკიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დიდი დანაკარგია პროფესიონალი მებრძოლი.. ირპენი, ჰოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით – დიდება შენ ძმაო“ – ნადიმ ხმალაძე

„ბოლოს ახალდანიშნულ მეთაურს ეკამათებოდა ცოტა ნასვამი ჩანდა.. მწყობრი ელოდა.. ბოლოს მეც დავაღღვიე სუბორდინაცია.. გამოვედი მწყობრიდან.. ვუთხარი შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი.. ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი შემხედა და წავიდა..

წავიდა და წავიდა..

დღეს გაასვენებენ მშობლიურ საქართველოში ..

გელოდება სამშობლო დავით ქუჩუკიან …

გელოდება სამშობლო ჩაქუჩ..

მე ვერ გაცილებ რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ..

უფალს ვთხოვ კი მიიღოს შენი ბრძოლა და სული გაუტეხელო მეომარო..“, – წერს არჩილ ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

ბოლოს ახალდანიშნულ მეთაურს ეკამათებოდა ცოტა ნასვამი ჩანდა ..მწყობრი ელოდა..ბოლოს მეც დავაღღვიე სუბორდინაცია.. გამოვედი…

Posted by არჩილ ხოფერია on Friday, 7 April 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები